Wednesday, May 12, 2010
პროექტი
მთავარი იდეა ,,წელიწადის დროები” და ,,ფერთა სამყაროშო”
მნიშვნალობა/აქტუალობა
წელიწადის დროების გაცნობა, ყველა წელიწადის დროს თავისი შესაფერისი ფერები აქვს.
მიზნებიი და შედეგები
ს.გ.II.3 მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს, ფორმას და ასახავს
მათ ნამუშევარში.
• გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე_ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის
დროს
ს.გ.II.4 მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს (მაგ.წელიწადის დროები)
ს.გ.II.7 მოსწავლე
წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს, გამოთქვამს
აზრს საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განმარტავს, რისი ასახვა უნდოდა ნამუშევარში
• უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე (მომწონს,
არ მომწონს)
• უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს
• სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით
• აცდის სხვებს საუბრის დასრულებას
• წარსდგება აუდიტორიის წინაშე, როგორც ავტორი
შეფასების საგანი და პროცედურები
ინფორმაციის მოძიება,ნამუშევრის პრეზენტაცია, მსჯელობა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
არჩევენ ერთმანეთისაგან წელიწადის დროებს.
სასწავლო და ტექნიკური რესურსები
ელენე ახვლედიანის ნამუშევრების ჩვენება სლაიდის სახით
სასწავლო პროექტის მსვლელობა
პროექტს დაეთმობა სამი დღე.
1 დღე- პროექტის თემის გაცნობა კითხვების მეშვეობით. Aა)რამდენი დროა წელიწადში.? Bბ) ჩამოთვალეთ წელიწადის დროები?
D-დავყოფ კლასს ოთხ ჯგუფებად , წელიწადის დროების მიხედვით. ყველა ჯგუფს მიეცემა დავალება, დაახასიათონ თავისი წელიწადის დღო. მივანიშნებ რომ ყურადღება მიაქციონ თუ რომელი ფერები სჭარბობს მოცემულ წელიწადის დროში.
- ყველა ჯგუფი დაახასიათებს თავის წელიწადის დროს.. კითვების მეშვეობით ყურადღებას გავამახვილებინებ ძირითადად ფერებზე: ა) თუ რომელი ფერები სჭარბობს კონკრეტულ წელიწადის დროში? Bბ) რომელია თბილი და ცივი ფერები? Gგ) დასახელებულ ფერებში არის თუ არა შედგენილი ფერები?
- საშინაო დავალება: მოიძიონ ელენე ახვლედიანის ნახატები, და გამოყონ ის ნახატები სადაც ბუნების პეიზაჟებია ასახული. D
- მოამზადონ პრეზენტაცია ნახატის სახით, შეხვედრილი წელიწადის დროის მიხედვით.
2დღე- ექსკურსია ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში და მთაწმინდაზე. ბავშვები გააკეთებენ ჩანახატებს, გადაიღებენ სურათებს.
3 დღე- დასრულებული ჩანახატების და სურათების გამოფენა. საშინაო დავალების პრეზენტაცია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment